2024-08-11 14:08:31, 584 ნახვა
ომი უკრაინაში
სმირნოვი - უკრაინამ ქალაქ კურსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
10 აგვისტოს, გვიან ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კურსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვი Telegram-ზე წერს.
როგორც სმირნოვის წერს, უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დააზიანა.
"სამწუხაროდ, უკრაინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული", - წერს სმირნოვი Telegram-ზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და Tochka-U ტიპის 4 ტაქტიკური რაკეტა გაანადგურეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,