16:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 13:29:21, 935 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს, განიხილეს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები.

"12 მარტიდან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში გაიმართება, რომლის ბიუჯეტი 628 000 ლარია. პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ომარ ტაკიძემ მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics