19:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 16:18:57, 533 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ

„ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე  კონკრეტული შედეგებით წარვდგეთ და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, წარმატების მაგალითი ვიყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება  საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე გამახვილდა.

მისივე თქმით, აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.

 “აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ვიყოთ წარმატების მაგალითი“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს“, -აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება.

ცნობისთვის, ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics