22:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 22:31:02, 1605 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო ვიზიტებსა და შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან. “შვიდჯერ მარტო ბრიუსელში დავესწარი მე სხვადასხვა შეხვედრებს, იქნებოდა ეს ნატოს მინისტერიალი, რამშტაინის ჯგუფის შეხვედრა და სხვა. ახლაც, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ბრიუსელში გვაქვს ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გაფორმებულ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზეც ისაუბრა. “მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შეიარაღების მიმართულებითაც ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ კომპანიასთან, პოლონურ კომპანიასთან, შვედურ კომპანიასთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics