01:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-10 15:41:41, 1512 ნახვა

რეგიონი
ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის მიმართ ინტერესი გაზრდილია

ბალტიისპირეთში აჭარის ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესი მაღალია. რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვიზიტორები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთიან აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ. გამოფენებზე რეგიონს პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ავიაკომპანია Air Baltic-ის მენეჯმენთან, სადაც ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეებისა და პერიოდის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. Air Baltic-მა ბათუმის მიმართულებით ფრენები რიგადან გასულ წელს პირველად დაიწყო, წელს კი მის განახლებასა და ფრენების სიხშირეების გაზრდას გეგმავს. 

მათივე ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. სამივე ქვეყნის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ბოლო წლებია პირდაპირი ფრენები ხორციელდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ტურისტების მოზიდვას. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics