11:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 11:49:00, 1603 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, ტბელ აბუსერისძის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ

აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტბელ აბუსერისძის l და ll ხარისხის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

  • ▪️ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ვახტანგ ღლონტი - მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, 11 პოეტური კრებულის ავტორი. მისი ლექსები შესულია ქართულ ენაზე გამოცემულ ყველა პოეტურ ანთოლოგიაში და თარგმნილია მრავალ ენაზე.
  • ▪️ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა აკაკი ბერიძე - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა და სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და  ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა.
  • ▪️ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა ვლადიმერ ბალაძეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორს. მის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება საქართველოში გეომეტრიული ტოპოლოგიის განვითარება და ბათუმში გეომეტრიული ტოპოლოგიის სკოლის შექმნა.
  • ▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსების მედლით დაჯილდოვდა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ხუსეინ სირაბიძე.
  • ▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება გადაეცა რუსუდან შავიშვილს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსკუთრებული წვლილისთვის, რუსუდან შავიშვილი  გახლავთ  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

საპატიო ჯილდოები გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და უმაღლესის საბჭოს თავმჯდომრე დავით გაბაიძემ გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics