2022-12-05 16:34:54, 1668 ნახვა
რეგიონი
კასპის სპორტულ კომპლექსში ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა
ქალაქ კასპის სპორტულ კომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კარატეში. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ტურნირში მონაწილეობდნენ 6-დან 18 წლის ზემოთ ასაკის საქართველოს 25 კლუბის 250 -მდე სპორტსმენი.
ტურნირში ლევან ძამუკაშვილის მშობლების მიერ დაწესებული პრიზი 15 წლის ზესტაფონელმა საბა ჩიხუამ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი პირადად ლევან ძამუკაშვილის მშობლებმა გადასცეს.
ტურნირის გამარჯვებულ ყველა სპორტსმენი მედლებით და დიპლომები დაჯილდოვდნენ.
ლევან ძამუკაშვილი 15 წლის, ფინალური ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მუნიციპალიტეტში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაწესდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),