14:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 11:24:16, 459 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩავარდა

სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო.

სხვა საქმეებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნას,  ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ითხოვდა. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში  31 ხმით 29-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

"მიგვაჩნია, რომ ამ საქმეებზე ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს სწორედ, პროკურატურამ. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი დღეს პარლამენტში ამ კომისიის შექმნის არ არსებობს და მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ  საქმეებზე, რომელიც წლების წინ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მამრთველობის პერიოდში იყო ჩადენილი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

"ამ საქმეებს არ გამოიძიებდა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". მნიშვნელოვანი სოწრედ ის იყო, რომ დამჯდარიყო ორივე მხარე და გამოეძინებინა ეს საქმეები და დაეწესებინა მკაცრი კონტროლი", - აღნიშნა  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics