16:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 00:17:51, 1570 ნახვა

სამხედრო
ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების სურვილს მაისში გამოაცხადებენ

ფინეთი და შვედეთი აპირებენ ერთობლივად გამოაცხადონ ნატოში გაწევრიანების განზრახვა მაისში, - ამის შესახებ წერს ორი გაზეთი, ფინური ტაბლოიდი Iltalehti და შვედური ტაბლოიდი Expressen მთავრობების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

ორივე გაზეთის ცნობით, შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრები 16-22 მაისის კვირაში გეგმავენ შეხვედრას და ოფიციალურად გამოაცხადონ თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილი.

ორივე ქვეყნის მთავრობა ამ პუბლიკაციებზე კომენტარის გაკეთებაზე ჯერჯერობით უარს ამბობდა.

ფინეთი და შვედეთი წლების განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნატოსთან, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მათ არ სურდათ ალიანსში ოფიციალურად გაწევრიანება. ომის დაწყების შემდეგ, თუმცა, ორივე ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ახლა ნატოს მხარს უჭერს ორივე ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა.

თუ შვედეთი და ფინეთი ოფიციალურად გამოაცხადებენ ალიანსში გაწევრიანების სურვილს მაისში, მაშინ მათი კანდიდატურების შესახებ გარკვეული ოფიციალური გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნეს ნატოს მომდევნო სამიტზე მადრიდში ივნისის ბოლოს.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ შვედეთისა და ფინეთის მიღება ძალიან სწრაფად შეიძლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics