12:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 15:10:27, 481 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძის შეფასებით, სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ამბავში სენსაციური არაფერია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გურჯაანში, სასამართლოდან  პატიმრის გაქცევის ამბავში სენსაციური არაფერი არ არის.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ გაქცეულის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება მოკლე დროში მოხდება.

„მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. იმედი მაქვს, დროულად მოხდება ამ ადამიანის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება და იმ ადგილას დავაბრუნებთ, რომელიც სასამართლომ შეუფარდა. ზოგადად ვფიქრობ, ამ ამბავში სენსაციური არაფერია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.  

შეგახსენებთ,  21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, 2 დღის წინ პოლიციის თანამშრომლებს გურჯაანის რაიონული სასამართლოდან  გაექცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics