01:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 15:32:43, 3579 ნახვა

სხვადასხვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი დაიღუპა

სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა, რომლის შედეგად 530 სული ცხვარი დაიღუპა. -  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.

JNEWS ინფორმაციით, ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად ამ საძოვრებზე კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1 500 სულ ცხვარს აძოვებენ.

ფერმერმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება უკვე სთხოვა. ზარალის შესაფასებლად მერიაში  კომისია შეიქმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics