|
2021-07-10 11:45:37, 1390 ნახვა
სამხედრო
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი დასრულდა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კურსის დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. ირაკლი ჭიჭინაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიება კურსდამთავრებულების დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის ხელმძღვანელმა გიორგი გაგნიძემ მონაწილეებს სიგელები გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)