11:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 15:11:37, 653 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და მისი განცხადება დაკმაყოფილდეს, დაგველოდოს, ბატონი ირაკლი!

ირაკლი კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს და განცხადება, რომელიც გააკეთა, დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ შერჩა რესურსი, რომ მედიის წინაშე ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

„შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობაც უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის. მათ უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ მედიის წინაშე. დააკვირდით, 24 საათი საუბრობენ ან ჩემზე, ან ის, რომ რა ცუდი და რა კრიმინალი ვარ, ან რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში, რა კარგები არიან ისინი. არცერთი სიტყვა, არაფერი მსგავსი კრიზისის დასრულებაზე. პირიქით, საუბრობენ, რომ ხელოვნური კრიზისი დასრულდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics