11:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 01:06:46, 1084 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი: სამ პუნქტს დათანხმდა ოპოზიცია -„ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად შეთანხმების მისაღწევად

„ოპოზიციამ არა ერთი შესაძლებლობა შევთავაზეთ „ქართლ ოცნებას“, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო მზად შეთანხმების მისაღწევად.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ დაკარგადა ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ პოლიტიკურ მხარეებს შორის, შეთანხმების გზით, გაგვეკაფა გზა.

ჩვენ გვქონდა შანსი, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც თავის დროზე დასახელებული იყო მიშელის გეგმაში.

5 პუნქტიანი გეგმა იყო, აქედან სამს ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდა, პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემა.

ორივეზე ოპოზიციამ არა ერთი წინადადება შევთავაზეთ შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის და ახალ კონსტიტუციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა მომავლისკენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ აქაც არა ერთი შესაძლებლობა შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს.

თქვენ მოისმინეთ მედიატორის მოსაზრებაც, რომელმაც პირდაპირ ისაუბრა ხელისფულების პასუხისმგებლობაზე. დოკუმენტი საჯაროა და „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics