2021-03-24 23:16:43, 578 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს პოლიტიკური გამბედაობა აკლიათ
საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს პოლიტიკური გამბედაობა აკლიათ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისულ შეთანხმებაში მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს.
„არის პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადაიდგას და კომპრომისზე წავიდნენ.
ომპრომისულ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.
გასულ კვირას, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,