2021-03-24 21:54:06, 571 ნახვა
კომენტარი
ჟიგიმანტას პავილიონისი - დანიელსონი ლიეტუვის ევროკავშირში ინტეგრაციის გმირია, ენდეთ მას
„დანიელსონი ლიეტუვის ევროკავშირში ინტეგრაციის გმირია, ენდეთ მას“, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპას იმედი არ უნდა გაუცრუოს.
„ჩემი სურვილია ისმინოთ ის, რასაც დიპლომატები გეუბნებიან. კრისტიან დანიელსონი 2000-2002 წლებში ლიეტუვას ევროკავშირში გაწევრიანებაში ეხმარებოდა.
ის ლიეტუვის ევროკავშირში ინტეგრაციის გმირია. ის არის ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოთ.
იმუშავეთ მასთან და ევროკავშირის შესანიშნავ ელჩ ჰარცელთან. გთხოვთ, იმედებს ნუ გაგვიცრუებთ. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია, ამას ყველას ვეუბნები, მთავრობის ჩათვლით“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,