09:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 12:20:05, 622 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 21 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 36 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავდ.

მათ შორის, 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მილიონ ლარს მიაღწია.

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  6 ათას ტონამდე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 11,5 ათას ტონამდე, ყვარლის - 7,5 ათას ტონამდე და თელავის - 5,6 ათას ტონამდე.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics