23:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:32:13, 7651 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა

„მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა“, - ამის შესახებ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილე 2700-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც, გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწავლების მთავარმა გზავნილმა - „ძალა პარტნიორობაშია“ გააერთიანა. „მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, აშშ-ის ევროპულ სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics