2015-08-26 13:24:51, 739 ნახვა
ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.43 ლარამდე მერყეობს
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.33-დან 2.43 ლარამდე მერყეობს.
"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.38 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.34 ლარად.
"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3790 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3400 ლარად.
ბანკ "რესპუბლიკაში" ერთი დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა 2.3350 ლარადაა შესაძლებელი.
"ვითიბი ბანკში" კი 1 დოლარის შეძენა 2.4200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.3200 ლარად.
რაც შეეხება „პროკრედიტ ბანკს“, აქ 1 დოლარის შეძენა 2.3320 ლარადაა შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3980 ლარად.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4161 ლარი ღირს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან