2020-04-27 14:00:48, 14112 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპულიკური საავადმყოფოს რეანიმაციის პერსონალი კოვიდ19-ზე გაიტეტსტა - არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი
რესპულიკური საავადმყოფოს რეანიმაციის პერსონალი კოვიდ19-ზე გაიტეტსტა და ყველას შედეგი ნეგატიურია, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დასრულდება Emergency-ის ტესტირებაც.
„დღეს 13 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით. გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალიდან 11-ს გაუკეთდა PCR ტესტი. პერიოდულად ვუკეთებ ჩვენს პერსონალს PCR ტესტს. მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის პერსონალი და ყველას პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა. ასევე ჩვენი Emergency-ის პერსონალი გაიტესტა და იქაც ნეგატიური იყო, დღეს Emergency-ის ტეტსტირება დასრულდება და ხვალ გაგრძელდება დარჩენილი პერსონალის ტეტსტირება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან