15:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 10:50:36, 1760 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ავიაბაზა ენდრიუსზე დაფრენიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტი გაოცდა, როდესაც შეიტყო  ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ესაუბრა პუტინს და დათანხმდა მასთან შეხვედრას უნგრეთში — ქვეყანაში, რომელიც ყველაზე ნაკლებად მეგობრულად არის განწყობილი უკრაინის მიმართ ევროკავშირში.“

 ამის მიუხედავად, უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ ისინი კვლავ იმედოვნებენ ტრამპის დადებით გადაწყვეტილებას ვიზიტის შედეგად „Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე.

რუსული მედია წერს რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს საღამოს მან მოლაპარაკებები გამართა სერგეი ლავროვთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ლანდაუსთან, ბუდაპეშტის სამიტისთვის მზადების განსახილველად.

ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა ვაშინგტონის დროით 13:00 ზე დაიწყება (კიევის დროით 20.00-ზე) მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში, სადილზე გაიმართება და პრესისთვის დახურული იქნება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი  ტრამპი ფლორიდაში გაემგზავრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics