00:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 00:56:54, 921 ნახვა

„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ

„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი მეორე ტურში გადაწყდება.

„ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მონაცემებით დასტურდება ის, რაც ეგზიტპოლების ნაწილში იყო. ვერ მიიღო საქართველოს მართვის მანდატი ივანიშვილმა საზოგადოებისგან. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ამ ხელისუფლების შეცვლას. სამწუხაროდ, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი გადაწყდება მეორე ტურში. იმ ოლქში, სადაც ჩვენი ვიმყოფებით, ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და ოცნების კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი და პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბატონი ზოდელავა.

რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველგან „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიან მაჟორიტარებზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურება იყო სხვა ოპიზიციური პარტიებისგან ამ გეგმაში მონაწილეობის არმიღება, მაგრამ ეს წარსულია. ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც მთელ ქვეყანაში მიიღო, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics