08:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 10:19:19, 1291 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ქველმოქმედთა სახლ „მომავლის გზის“ აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები გადასცეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციას სამინისტროს ყველა დეპარტამენტი და ქვეუწყება შეუერთდა. შსს-ს წარმომადგენლები ზამთრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტებით ამარაგებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მოხუცებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics