10:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 16:05:28, 639 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოავლენის  და დააკავეს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი  ირაკლი კვინტრაძე და მოქალაქე ირაკლი თედიაშვილი.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2015 წლის თებერვლიდან მაისის თვემდე პერიოდში, ირაკლი კვინტრაძემ და ირაკლი თედიაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ბრალდებულ პირს პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად 9000 აშშ დოლარი გამოსძალეს.

„გამოძებით ასევე დგინდება, რომ ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი კვინტრაძე საზოგადოებაში ხშირად იყენებდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების სახელს, თითქოსდა მათთან იმყოფებოდა ახლო მეგობრულ ურთიერთობაში, მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად თავის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონით მათი თანდასწრებით აკეთებდა ინსცენირებას თითქოსდა საუბრობდა სახელმწიფოს  სხვადასხვა უწყების მაღალ თანამდეობის პირებთან, მათი სახელით პირდებოდა მოქალაქეებს სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას და ვითომდა დახმარების მიზნით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად სძალავდა დიდი ოდენობით ფულად  თანხებს.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც  თავისუფლების აღკვეთას  ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ირაკლი კვინტრაძისა და ირაკლი თედიაშვილის მიერ ჩადენილი  თაღლითური ფაქტების გამოვლენისა და დადგენის მიზნით.

მივმართავთ საზოგადოებას, რომ საქართველოს პროკურატურის სახელით ჩადენილი   მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარ პროკურატურას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics