10:34 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:39:20, 767 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: არ შეიძლება რკინიგზის აღდგენაზე იყოს საუბარი , როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები

,,ადმინისტრაციული ხაზი სამასი მეტრითაც რომც არ გადმოწეულიყო, ხაზს ვუსვამ ამას, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატში აფზაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვას ეხებოდა.

„ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედებები, როდესაც ხელი ეწერება ინტეგრირების ხელშეკრულებას ჩვენს რეგიონებთან, გამორიცხულია რაიმე ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი. რაც შეეხება მთლიანობაში ტექნიკური საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, ლარსის საბაჟოზე ავტომობილების გადასვლა–გადმოსვლის საკითხი, ასეთი საკითხები აქამდეც იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ვნახეთ  ბოლო დღეების ქმედებები, ძალიან არასახარბიელო ფონია შექმნილი რაიმე ეკონომიკური საკითხების განხილვისა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics