2015-07-02 16:18:28, 730 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი-მოსკოვის ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი).
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან