23:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 16:48:05, 931 ნახვა

მსოფლიო
ერევანში გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული

ერევანში ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს, ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

აღნიშნული მუხლი, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე განსახილველად სომხეთის გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

ამის პარალელურად აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ახალი აქციის მოწყობისკენ მოუწოდებენ, რომელიც 23 ივნისს საღამოს 6 საათზეა დანიშნული.

ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აქციის 237 წევრი დაკავებულ იქნა, ხოლო შეტაკების შედეგად დაშავდა 7 დემონსტრანტი და 11 სამართალდამცავი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics