11:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 15:15:23, 623 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის. „ვაკვირდებით ეკონომიკურ პროცესებს. როდესაც დავინახავთ, რომ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს, სწორედ მაშინ განვახორციელებთ ამას. ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტის კორექტირებას მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის დაზუსტების შემდეგ მოახდენენ. „ბიუჯეტის კორექტირება საჭირო იქნება, ამაზე შეკითხვის ნიშანი არ არსებობს და მე მას ვამბობ იანვრის თვიდან მოყოლებული. მეორე კვარტლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics