2015-04-17 17:26:42, 699 ნახვა
საზოგადოება
კოტე თოლორდავა თბილისში ჩამოასვენეს
თეატრისა და კინოს მსახიობ კოტე თოლორდავას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს.
მას აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
აეროპორტიდან გარდაცვლილს საკუთარ სახლში გადაასვენებენ. გადმოსვენების ხარჯები თბილისის მერიამ სრულად დაფარა.
მსახიობს 19 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობისთვის, მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
თოლორდავა თბილისში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფართო მასებისთვის თოლორდავა ცნობილი იყო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული დიტოს როლით. ითამაშა ილია ჭავჭავაძის როლი დოკუმენტურ ფილმში.
ბოლო პერიოდში მსახიობს მეუთლესთან, განო მელითაურთან ერთად "პალიტრა ტვ"-ს ეთერში გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე“ მიჰყავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან