11:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 11:52:28, 525 ნახვა

საზოგადოება
გიგა ბოკერია: ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ის, რაც გმირობის ფასადაა მოპოვებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჯაფარიძემ  9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულებმა გმირობის მაგალითი აჩვენეს და საქართველოს სახელმწიფო  ვალია, შეინარჩუნოს ის თავისუფლება, რაც ასეთი გმირობის ფასად არის მოპოვებული. 

„1989 წლის 9 აპრილი იყო გარდამტეხი დღე  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, არამედ მთელი იმ სივრცისთვის, რომელიც ცდილობდა, რომ თავი დაეღწია ამ საბჭოთა ციხისთვის  და იმ ხალხმა, ვინც სიცოცხლე შეწირა ჩვენს თავისუფლებას, დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ დაჩქარდა ამ ბოროტების იმპერიის დანგრევა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერი და შევინარჩუნოთ ხსოვნა იმ ადამიანების.  ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ აღარ დაგვჭირდეს ასეთ მდგომარეობამდე მისვლა, რომ ადამიანებმა, რომლებიც მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილი საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას.  ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლით იქნა მოპოვებული. ჩვენი ვალია, შევინაჩუნოთ ის, რაც ასეთი გმირობის ფასადაა მოპოვებული“, – აღნიშნა ბოკერიამ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics