10:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 17:03:15, 396 ნახვა

საზოგადოება
მალაიზიის დელეგაცია ქართულ რეფორმებს გაეცნო

იუსტიციის მინისტრმა მალაიზიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელი ირაკლი გვენეტაძე.

თეა წულუკიანმა სტუმრებს  საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო; ისაუბრა ბიზნესის კეთებისა და ელექტრონული მმართველობის ინდექსების გაუმჯობესებაზე, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ სერვისებზე,  ღია მმართველობის ინიციატივებზე. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დაწინაურებას ელექტრონული მმართველობის განვითარების დონის განმსაზღვრელ რეიტინგში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში აქვეყნებს და რომლის მონაცემების თანახმად, საქართველომ 72-ედან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

მალაიზიური დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობაა. მისი წევრები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ და უკვე გამართეს შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. 

დღესვე მალაიზიელი სტუმრები თბილისის მერ დავით ნარმანიასაც შეხვდებიან. 

დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics