23:24 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:55:53, 858 ნახვა

სხვადასხვა
სერჟ სარგსიანმა არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის ე.წ. აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად ყარაბაღის „დამოუკიდებლობის დღე“ აღნიშნა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავს. როგორც ირკვევა, საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ე.წ. დელეგაცია აფხაზეთიდანაც ჩავიდა.

„დელეგაციას" ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მან მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" 25 წელი მიულოცა.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად, ურთულესი გზა გაიარა. აფხაზებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღის მათთან ერთად აღნიშვნა”, -განაცხადა გაბნიამ.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის "დელეგაციებსაც" შეხვდა.

მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობას" ზეიმობს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანიც. პრეზიდენტი ყარაბაღში, გუშინ ჩავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics