|
2016-06-27 15:31:09, 583 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები ეწვივნენ
ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ. უწყების ინფორმაციით, ამერიკელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ უმასპინძლეს. ვიზიტი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „Jackal Stone“-ის მომზადების პროცესის ფარგლებში განხორციელდა. ვიზიტის მიზანი აღნიშნულ სწავლებაში ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავს წვრთნებს საქართველოსთვის პრაქტიკულთან ერთად პოლიტიკური შედეგები მოაქვს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ახლახან ჩატარებულ ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ზე. „ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. მათი ამოცანაა, საბოლოოდ შეამოწმონ თუ რამდენად სწორად და დროულად მიმდინარეობს საერთაშორისო უწყებათაშორისი სწავლების მომზადება. სწავლებაში ჩართულია როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხარის სხვადასხვა უწყებები. ეს სწავლება კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტიანია ჩვენი კრიზისების მართვის სისტემა და რა იქნება გასაუმჯობესებელი ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. სწავლება „Jackal Stone“-ის ჩატარება აგვისტოში იგეგმება, მასში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე. ქართული მხრიდან წვრთნებში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 130 წარმომადგენელი. თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ჩართულობა სწავლებაში ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს. სწავლების სცენარი ანტიტერორისტული და საპოლიციო ოპერაციების ჩატარებას მოიცავს. წვრთნებში აქტიურად გამოიყენებენ სატრანსპორტო და სადაზვერვო ავიაციის ელემენტებს.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)