15:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 12:21:05, 604 ნახვა

სამართალი
ლევან იზორიამ შსს-ს აკადემიაში თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნეს.

გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ორთვიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) სტანდარტებს ეხება, რომელთა ფარგლებში გადამზადებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი გაივლის.

როგორც უწყბაში აცხადებენ, ექვსეტაპიანი სწავლების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება დაკავებულთა უფლებების კუთხით.

სწავლების მონაწილეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ასევე მიიღებენ ინფორმაციას წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების შესახებ. სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციაშია გაწერილი.

ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება, რომლის განხორციელება 2013 წელს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე აქტივობაა. 2014 წელს მათ წარმატებით გაიარეს ფართომასშტაბიანი ტრენინგი „დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ“ და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებში კვალიფიკაცია აიმაღლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics