10:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 19:14:58, 941 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმე - მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძე და ზვიად ქორიძე დარბაზიდან გააძევა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო.

„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს „რუსეთის მონა“, ხოლო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც პროცესზე იკითხება, მოძალადე უწოდა.

მოსამართლემ მოითხოვა, ცეცხლაძეს მანდატურებისთვის მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა, რაზეც ჟურნალისტი უარს აცხადებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნესტან ცეცხლაძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.

“ქალბატონო ნესტან, თქვენი მხრიდან განხორციელებული არაერთი დემონსტრაციული განცხადების გამო, არაერთი მოწოდების მიუხედავად, თქვენ დაარღვიეთ წესრიგი სხდომის დარბაზში, ხელი შემიშალეთ საქმის განხილვაში და არ დაემორჩილეთ არაერთგზის მოწოდებას, რომ შეჩერებულიყავით და არ გესაუბრათ.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით და დაადგინა სხდომაზე დამსწრე მოქალაქე ნესტან ცეცხლაძე სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, გაძევებული იქნას სასამართლოს დარბაზიდან”, - მიმართა მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძეს.

სხდომა დაატოვებინეს მედიაექსპერტს ზვიად ქორიძესაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics