12:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 13:23:48, 1083 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ქალაქ ნიკოლაევსა და კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსულმა არმიამ „შაჰედის“ ტიპის დრონებით მიიტანა იერიში ქალაქ ნიკოლაევზე. დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი სახლი. შედეგად გაჩნდა ხანძარი. როგორც ცნობილია, დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ დრონებით დარტყმა განხორციელდა „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე“, რის შედეგადაც ბევრი სახლი გათბობის გარეშე დარჩა. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

ასევე, დრონების თავდასხმა მოხდა კიევსა და მის შემოგარენზე. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ბორისპოლში დრონის დარტყმის შედეგად საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბროვარის რაიონში დარტყმის ტალღამ დააზიანა ექვსი კერძო საცხოვრებელი სახლი. დაშავებულები არ არიან.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შემჩნეული იყო 143 საბრძოლო დრონი. მათგან 95 ჩამოგდეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. დაზარალდა კიევის, ნიკოლაევის, სუმისა და ოდესის ოლქები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics