11:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 15:07:40, 533 ნახვა

რეგიონი
სოფელ იგოეთში საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სოფელ იგოეთში საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პრეზენტაციას  ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

"სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აშენდება 120 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლაში ეწყობა საკლასო ოთახები, ციფრული ტექნოლოგიების, სამედიცინო, მანდატურის ოთახები,  სამასწავლებლო, სპორტული სივრცე და სხვა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მსოფლიო ბანკის (რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) მიერ ფინანსდება.
სკოლის მშენებლობას შპს „ჯი ბი ჯი“ განახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics