12:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 11:27:44, 635 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ირაკლი ფირცხალავასა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების ბრალეულობაზე მსჯელობს.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა პროცესის დაწყებამდე სხდომათა დარბაზის მიმდებარედ ინციდენტი მოხდა.

ერთმანეთს იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და დაკავებული სპეცრაზმელების ნათესავები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ითხოვდა, დღევანდელი სასამართლო პროცესი დიდ დარბაზში ჩატარებულიყო, რადგანაც ამ პროცესზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სასამართლოში სამეგრელოში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თენგიზ გუნავა და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოტა უტიაშვილი მივიდნენ, მეორე დაპირისპირება მოხდა. მათ „თავისუფალი თაობის“ წევრებმა და მისმა ლიდერმა ლადო საღობელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ განმუხტა, თუმცა ამ დროისთვის ხმაური სასამართლოს პროცესზე შესვლასთან დაკავშირებით გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics