11:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 20:57:06, 892 ნახვა

სამხედრო
საფრანგეთის სამხედრო ატაშე: არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი სამხედროები არიან ჩარეულები

„არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი სამხედროები არიან ჩარეულები. მე ამაზე ცნობა არ მაქვს“, – ამის შესახებ საფრანგეთის სამხედრო ატაშე ანდრე ევრარიმ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. 

მისივე თქმით, საქმე წინა წელს, ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან  ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძველის გაჩენას ეხება. 

„ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ საქმის გამოძიება გადაწყვიტა, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს . ასე, რომ გამოძება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ანდრე ევრარიმ. 

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. 

საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics