09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 19:34:58, 924 ნახვა

სამხედრო
ეველინ ფარკასი აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების მომავალ ქართველ მსმენელებს შეხვდა

აშშ-ის  თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი აშშ-ის სამხედრო სასწავლებლების მომავალ ქართველ მსმენელებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა სტუმარმა ახალგაზრდები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის სფეროში მიმდინარე აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში გაიცნო.

ეველინ ფარკასი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ალექსანდრე წერეთელს, კონსტანტინე ყიფიანსა და რადიონ ცხაკაიას გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს. 

ახალგაზრდები მათი მონაცემების, აკადემიური მიღწევებისა და გასაუბრების საფუძველზე, ODC (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს. შედეგები აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიასა და  აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში გადაიგზავნა. აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებიდან მიღებული დასტურის თანახმად, ალექსანდრე წერეთელი და კონსტანტინე ყიფიანი სწავლას აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში გააგრძელებენ. რადიონ ცხაკაიას კი აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics