09:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-25 19:21:40, 863 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგიის ელჩი: ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია

ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია, - ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ მოდელს ამყარებს.

“ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას”, - წერს ჰოვლანდი.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics