09:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 23:47:18, 1616 ნახვა

სპორტი
სანიოლი - არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ

არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ, - ასე შეაფასა ერთა ლიგაზე ალბანეთთან წაგებული მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, ალბანეთთან მარცხი გულდასაწყვეტი იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მარცხი ნაკრებს ბევრს ასწავლის.

"ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა. მიზეზი ალბათ ისაა, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. იმედია, აქედან ბევრს ვისწავლით, თუმცა ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო.

წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, ჩვენ კი ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე სხვა ტაქტიკური ვარიანტი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვცადოთ. ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ემჩნეოდა, რომ უთამაშებელია. იმედია, ვითარება შეიცვლება",- განაცხადა სანიოლმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics