10:10 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:04:54, 2086 ნახვა

საზოგადოება
2014 წელს ვაჟებისა და გოგონების ყველაზე პოპულარული სახელები გამოვლინდა

2014  წელს ახალშობილი ვაჟებისა და გოგონების ყველაზე პოპულარული სახელები გამოვლინდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2014  წლის  სტატისტიკის მიხედვით,  ბიჭებში  ყველაზე პოპულარული სახელი გიორგია (2 644). შემდეგ მოდის ნიკოლოზი (2 329), ანდრია (1 912), გაბრიელი (1 720), ლუკა (1 566), საბა (1 302), დავითი (1 224), ალექსანდრე (1 145), მათე (862), დემეტრე (837), სანდრო (763), ილია (419), დაჩი (412), ლაზარე (370), იოანე (292), ნიკა (272), ირაკლი (264), გეგა (259), თომა (235), ცოტნე (234), თორნიკე (233), ერეკლე (192), ბექა ( 175), ზურა (169), ლაშა (165).
რაც შეეხება გოგონებს, სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ახალშობილ  გოგონებში ყველაზე გავრცელებული სახელი მარიამია (3 346). მას მოსდევს ბარბარე (2 240),  შემდეგია ელენე (1 966), ანასტასია (1 831), ნინო (1 124), ნია (893), ანა (869), ლიზი (811), ნინი (512), თამარი (469), სალომე (467), ნატალი (460), ანამარია (456), თეკლა ( 418), ნუცა (386), ანი (363), სესილი (343), ლილე (342), მართა (288), ანანო (287), ლიკა (252), ქეთევანი (209), ეკატერინე (198), გვანცა (187), ნიტა (175).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics