02:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-04 14:31:36, 4814 ნახვა

სამართალი
სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული -სუს

ყალბი დოკუმენტის დამზადების და სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

დაკავების ოპერაცია სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში  მხილების მიზნით. 

ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული ღონისძების შედეგად დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი ამავდროულად სსვა ქვეყნის მოქალაქის  ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას.

კერძოდ ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics