15:09 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 16:31:37, 724 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი მიმდინარეობს

საქართველოში რიგით მეოთხე ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი იმართება. 

ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს, მონაწილეობას იღებენ საქართველოს და გერმანიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
ფორუმზე აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხებზე: ორმხრივი ურთიერთობის შეფასება, გამოწვევა ევროპული უსაფთხოებისათვის, საქართველო გეოპოლიტიკის, ეკონომიკის და საშინაო დინამიკის გადაკვეთაზე, გერმანულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობა: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გამოწვევები და პერსპექტივები. 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ-გერმანული ურთერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება.  
„გერმანელებსა და ქართველებს სულ უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის. ჩვენ ბევრ საკითხში სტაბილური თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ ბევრ საკითხში  ჯერ კიდევ გვესაჭიროება ევროპული  სტანდარტების გადმოღება გერმანიისაგან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
აღნიშნული ფორუმი, რომელიც კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლობით ტარდება, 12 მაისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics