17:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 11:34:58, 1022 ნახვა

მსოფლიო
ჩილეში ვულკანის კიდევ ერთ ამოფრქვევას ელოდებიან

ჩილეში ვულკან კალბუკოს კიდევ ერთ ამოფრქვევას ელოდებიან.

ოფიციალური უწყებების ცნობით, ვულკანის გააქტიურება, სავარაუდოდ ნაკლები სიძლიერის იქნება, ვიდრე გასულ კვირას მომხდარი ორი ამოფრქვევა.

ბოლო დღეებში ჩილესა და არგენტინის აეროპორტების ნაწილს ვულკანის ამოფრქვევის გამო მუშაობა შეჩერებული ჰქონდა.

სტიქიის ზონიდან 6 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გასულ კვირას ჰაერში ტონობით ვულკანური ფერფლი გავრცელდა. ვულკანი კალბუკო ჩილეს სამხრეთ რეგიონში არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მისი გააქტიურების შედეგად არგენტინის ნაწილიც დაზარალდა.

ჩილეს მთავრობის განცხადებით, სტიქიის შედეგად ფერმერებისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად რესურსები გამოიყოფა.

ჩილეში 90-ზე მეტი აქტიური ვულკანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics