17:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:04:28, 971 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია

„რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდი მისტრალების გადაცემა არსებული მდგომარეობით შეუძლებელია“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთი მზად არის რუსეთის ფედერაციას საჭიროების შემთხვევაში საფასურიც  დაუბრუნოს.

„მისტრალთან დაკავშირებით ვაპირებთ  ყველა შესაძლო გზა განვიხილოთ, არსებული ვითარების გათვალისწინებით  მათი გადაცემა რუსეთისთვის შეუძლებელია.  რაც შეეხება საფასურს,  ამის შესახებ პოზიცია მკაფიოდ ჩამოვუყალიბეთ პრეზიდენტ პუტინს.  ჩვენ მიერ განხილული სხვადასხვა  სცენარების განვითარების შემთხვევაში  მოხდება საფასურის გადახდა  ან თანხის უკან დაბრუნება“,-განაცხადა ოლანდმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics