16:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 17:43:24, 758 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე საფრანგეთის ელჩს და ფრანგული სამხედრო გემის კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო გემის "PREMIER MAITRE L'HER"-ის კაპიტანს და საფრანგეთის ელჩს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მ

ხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი ქართულ-ფრანგული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება.

 საქართველოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობა საჩუქრად გადაეცემა.

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ავიზო "პრემიე მეტრ ლერის" ვიზიტი ბათუმის პორტში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

(NS)

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics