08:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 17:26:27, 724 ნახვა

საზოგადოება
სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდება

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია  17 მარტს დასრულდება.
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 16 მარტის მონაცემებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 35 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტირირებული, საგრანტო კონკურსისათვის 2 ათასზე მეტი სტუდენტი,  საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, 8 ათასამდე კანდიდატი.
რეგისტრაციის პროცესი 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება. ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება.
საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციის პროცესის მხარდასაჭერად ინტენსიურად მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი - 2473333. ინფორმაციის მიღება ონლაინ დახმარების სერვისითაც არის (www.naec.ge) შესაძლებელი.  
გამოცდებისათვის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე www.naec.ge online.naec.ge მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics