00:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 11:53:03, 1119 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს

ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  ინტერნეტით  გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს.

„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა“,-აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სოციალურ  ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics